Google Visitor Experience
ინსტალაციები
ღია ცის ქვეშ
გიწვევთ ხელოვნების ნიმუშების დასათვალიერებლად ღია მოედანზე — შეგიძლიათ, ინტერესით ადევნოთ თვალი, შეეხოთ მათ და მათში თამაშის ელემენტებით დატკბეთ. Burning Man Project-ის მხარდაჭერით, ხელოვნების ექვსი ინტერაქტიური და კრეატიული ნიმუში შეირჩა მაუნთინ-ვიუს ადგილობრივ საზოგადოებასთან თანამშრომლობით. ხელოვნების ნიმუშების თემები შეხვედრებზე აღმოვაჩინეთ. ამ შეხვედრებზე ვისმენდით ხალხის ისტორიებს — მათი ბავშვობის თავგადასავლებსა და ცნობისმოყვარეობას. შევიტყვეთ, როგორ ორიენტირდებიან ადამიანები ღირსშესანიშნაობების სივრცეში, მოვისმინეთ, რომ მათ ნამდვილად უნდათ თამაშის გამოცდილებაც. იმედი გვაქვს, ეს ახალი ღია სახელოვნებო სივრცე განამტკიცებს ზოგად კავშირებს და ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს ინტერაქტიური და დინამიკური ხელოვნების საშულებით.
სახელოვნებო კოლექციები
შიდა სივრცეში
Google-ის ხელოვანების რეზიდენტურის პროგრამაში შეირჩევიან გამორჩეული ნოვატორი ხელოვანები, რომლებიც შთაგონებას აღვივებენ საზოგადოებრივ გარემოში, რომელშიც ვცხოვრობთ და ვმუშაობთ. ჩვენ ხელოვანებს ვავალებთ, შექმნან ხელოვნების ორიგინალური ნიმუშები Google-ის სივრცეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მათი ნამუშევრები ისეთ სივრცეებში, როგორიცაა Google Visitor Experience, დამატებით მნიშვნელობას ანიჭებს პროგრამის მიზნებს, რაც ითვალისწინებს საზოგადოების ფორმირებას, შემოქმედებითობის გაღვივებას და ინოვაციების ხელშეწყობას. Google Visitor Experience-ში შეგიძლიათ, ნახოთ რეზიდენტი ხელოვანების ნამუშევრები კაფეში, Huddle-სა და Google Store-ში. ეს ხელოვანებია: კელი ორდინგი (Kelly Ording), ჯონ პატრიკ თომასი (John Patrick Thomas), მიგელ არსაბე (Miguel Arzabe) და ანჯელიკა თრიმბლ-იანუ (Angelica Trimble-Yanu). ყველანი ყურის რაიონში ცხოვრობენ.