ეკოლოგიურად მდიდარი კამპუსის გარემოს შექმნა არა მხოლოდ პლანეტისთვისაა სასარგებლო, არამედ — ადამიანებისთვისაც. ჯანსაღი და მრავალფეროვანი ეკოსისტემები და ლანდშაფტები ხელს უწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, აძლიერებს ეკოლოგიურ მდგრადობას და მნიშვნელოვანი სარგებელი მოაქვს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. სწორედ ამიტომ, Gradient Canopy-ს დიზაინი კონცენტრირებულია ბიომრავალფეროვანი ადგილობრივი ეკოსისტემების აღდგენაზე.
Gradient Canopy-ს ოთხი გამწვანებული აკრის ფარგლებში, შევეცადეთ, აღგვედგინა ის ეკოსისტემური ელემენტები, რომლებიც ოდესღაც ფართოდ იყო გავრცელებული სილიციუმის ველზე, მათ შორის, მუხის და ტირიფის ტყეები, ჩაპარალის ბუჩქნარები და ბალახოვანი ველები. ლანდშაფტი თითქმის მთლიანად ადგილობრივი სახეობებით არის შედგენილი, მათ შორის, დაახლოებით 400 ადგილობრივი ხითა და დამამტვერიანებლებისთვის ხელსაყრელი მცენარეებით, როგორიცაა რძიანა, ფარსმანდუკი და სალბი. ჩვენი მიზანია, აღვადგინოთ ამ ტერიტორიის ეკოლოგიური მემკვიდრეობა და გავაუმჯობესოთ ადამიანის ცხოვრება, ამავდროულად, შევქმნათ მდგრადი და ფუნქციური ლანდშაფტები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვანი სახეობების განვითარებას.