საჯარო ხელოვნება

გადამუშავებული და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალების გამოყენებით ხელოვნება Gradient Canopy-ში უფრო ეკოლოგიურია.

3 წუთი

ხელოვნების ნიმუშები „ორბიტა“ და „გო“ Google Visitor Experience-ის Plaza-ზე.

ხელოვნების ნიმუშები „ორბიტა“ და „გო“ Google Visitor Experience-ის Plaza-ზე. ფოტო: ივან ბაანი, Google-ისთვის.

ვცდილობთ, ფუნქციური და ჯანსაღი სამუშაო სივრცეები შევქმნათ, რომლებიც ადამიანებს აღტაცებისა და სიამოვნების წუთებს აჩუქებს. ესაა ის ხელშეუხებელი მესამე განზომილება, რომელიც გვეხმარება, თავი საჭიროდ, ენერგიულად და კომფორტულად ვიგრძნოთ და შეგვახსენებს, რომ ყველა ადამიანები ვართ. ხელოვნება შესანიშნავი საშუალებაა ამ ჰუმანისტური ელემენტის გასაცოცხლებლად. 2010 წლიდან Google-ში დავაფუძნეთ რამდენიმე სახელოვნებო პროგრამა, მათ შორის ჩვენი შიდა პროგრამა Google Arts, ინიციატივა Google Arts & Culture და სარეზიდენციო პროგრამა ხელოვანებისთვის.

Google Visitor Experience-ში (რომელიც მდებარეობს Google Gradient Canopy-ს ახალ ოფისში) საჯარო ხელოვნების სპეციალური პროგრამა ხელს უწყობს აზროვნების ამ მიმართულების გავრცელებას მაუნთინ ვიუს უფრო ფართო აუდიტორიაზე. ღია საჯარო სივრცესა და ფეხით სავალ გზებზე მიმოფანტულია ხელოვნების ექვსი ნიმუში, რომლებიც Google Visitor Experience-ს გამოკვეთილ და ყველასთვის გახსნილ სივრცედ აქცევს.

ხელოვნების თითოეული ნიმუში, რომლებიც ახლო და შორეული ქვეყნებიდან არიან, საგანგებოდ შემუშავდა ამ ადგილისთვის. მათ შენობის მიმდებარედ შეხვედრების ადგილის შექმნას, სახალისო გამოცდილებებისა და თამაშების შესაძლებლობების გაჩენას შეუწყვეს ხელი. ამავე დროს, ხელოვნების ნიმუშები შეესაბამება Gradient Canopy-ს მიზნებს მდგრად განვითარებასთან და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალების გამოყენებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ხელოვნების თითოეული ნიმუში დამზადებულია მასალებისგან, რომლებიც არ შედის წითელ სიაში (რაც იმას ნიშნავს, რომ არ შეიცავს ჯანმრთელობისა და გარემოსთვის განსაკუთრებით საზიანო ინგრედიენტებს) და ორიენტირებულია ნულოვანი ნარჩენების მიღწევაზე. შენობის შიგნით და გარეთ გამოყენებული მასალების მსგავსად, ხელოვნების ამ ნიმუშებსაც წვლილი შეაქვს Gradient Canopy-ს მცდელობაში, რომლისთვისაც მან Materials Petal-ის სერტიფიკატი მოიპოვა მომავალი ცხოვრების საერთაშორისო ინსტიტუტის (ILFI) Living Building Challenge-ისგან (LBC).

როცა Gradient Canopy-ში ჯერი საჯარო ხელოვნების კონცეპტუალიზაციაზე მიდგა, მიზნად დავისახეთ მიმზიდველი, ექსცენტრული ხელოვნების ნიმუშების შერჩევა, რომლებიც ღია სივრცეს დათვალიერების ობიექტად აქცევდა და ადამიანებს იქაურობის ისევ და ისევ მონახულების სურვილს აღუძრავდა. ერთი სიტყვით, გვსურდა, გვეხილა ხელოვნება, რომელიც იმდენად არ ემსგავსებოდა სამუზეუმო ექსპონატს, რამდენადაც იქნებოდა ქმნილება, რომლის მსგავსის ნახვაც შესაძლებელია „ცეცხლმოკიდებული კაცის“ ღონისძიებაზე, რომელიც ნევადის შავი კლდის უდაბნოში ყოველწლიურად იმართება და ცნობილია სივრცისთვის შესაბამისი, ექსპრესიული ინსტალაციებით. პარტნიორის ძიებაში, რომელიც დაგვეხმარებოდა, რომ ხელოვნების ნიმუში გაეცოცხლებინა გარე სივრცეში, მივმართეთ არაკომერციულ ორგანიზაციას Burning Man Project. მას კოორდინირება უნდა გაეწია გაერთიანების მიერ ჩატარებული ხელოვნების ნიმუშის შერჩევის პროცესისთვის. Burning Man Project-მა ერთგულად დაიცვა გაერთიანების ჩართულობის იდეა და, შესაბამისად, ჩვენი მიზანი, რაც საჯარო ხელოვნების ისეთი ნიმუშის შექმნას ითვალისწინებდა, რომელიც ინტერაქტიური იქნებოდა, მასში ადამიანების ჩართულობას უზრუნველყოფდა და შემოქმედებითი თვითგამოხატვის საერთო გამოცდილებას შემოგვთავაზებდა.

SOFTLab-ის მიერ დამზადებული „შარავანდედი“ Google Visitor Experience-ში

SOFTLab-ის მიერ დამზადებული „შარავანდედი“ Google Visitor Experience-ში. ფოტო: მარკ უიკენსი.

ვიცოდით, რომ ხელოვნების ისეთი ნიმუში უნდა შეგვერჩია, რომელიც სასარგებლო იქნებოდა როგორც ადგილობრივი გაერთიანებებისთვის, ისე Google-ისთვის. Burning Man Project-ის დახმარებით ჩავატარეთ სესიების სერია, რომელთა დროსაც გაერთიანების წარმომადგენლების მოსაზრებებს და სემინარებს ვისმენდით დიზაინ აზროვნების შესახებ. ადგილობრივი გაერთიანებების წარმომადგენლებს შეეთავაზათ, საკუთარი წვლილი შეეტანათ ხელოვნების ნიმუშის შესახებ მოსაზრების შემუშავებაში, რაც უაღრესად ცოცხალი საზოგადოებრივი სივრცეების შექმნის წინაპირობა გახდებოდა. ამ შეხვედრების დროს ვისმენდით ხალხის ისტორიებს — მათი ბავშვობის თავგადასავლებს და ცნობისმოყვარეობის ამბებს, ასევე, საუბრებს იმაზე, თუ როგორ ორიენტირდებიან ადამიანები ღირსშესანიშნაობების სივრცეში და თამაშისადმი ადამიანების ძლიერი მიდრეკილების შესახებ. ბევრს სურდა ხელოვნების ინტერაქტიური ნიმუშების ხილვა, რომლებიც ნაკლებად დაეფუძნებოდა ტექნოლოგიას და უფრო მეტად ტაქტილურ, ხელშესახებ გამოცდილებაზე იქნებოდა დამყარებული. ასევე, მოვიწვიეთ გაერთიანების წევრები, რომ ფინალში გასული ნამუშევრებისთვის ხმა მიეცათ ყველასთვის ხელმისაწვდომი ვებსაიტის მეშვეობით.

Mr & Mrs Ferguson Art-ის მიერ დამზადებული „ცნობისმოყვარე“

Mr & Mrs Ferguson Art-ის მიერ დამზადებული „ცნობისმოყვარე“. ფოტო: მარკ უიკენსი.

ხელოვანების საერთაშორისო კონკურსიდან, რომელზეც 200-ზე მეტი განაცხადი შემოვიდა, საჯარო ხელოვნების ექვსი ნიმუში შეირჩა, რომლებიც მშენებლობასთან დაკავშირებულ მდგრადი განვითარების უფრო მასშტაბურ მიზნებს ხელშესახებ, ადამიანისთვის ხელმისაწვდომ გამოცდილებად აქცევს. ხელოვნების თითოეული ნიმუში შექმნილია ჯანმრთელობისთვის უვნებელი მასალებისგან, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა წყაროებიდანაა მიღებული ან გადამუშავებულია. მაგალითად, Mr & Mrs Ferguson Art-ის მიერ დამზადებული „ცნობისმოყვარე“ წარმოადგენს კალიფორნიის შტატის ოფიციალური ცხოველის, დათვი გრიზლის გიგანტურ ქანდაკებას, რომლის ბეწვიც დამზადებულია 160 000-ზე მეტი მონეტისგან. საერთო ჯამში, საჯარო ხელოვნების ნიმუშები მნახველებს გაკვირვებისა და სიამოვნების წუთებს ჩუქნის და ქმნის სივრცეებს, რომელშიც გაერთიანების წევრებსა და Google-ის თანამშრომლებს შეუძლიათ შეკრება, მსჯელობა და შთაგონების მიღება.