ჯანსაღი მასალები

შენობის შექმნა კეთილდღეობისა და არატოქსიკური მასალების აქცენტირებით.

5 წუთი

ფოტო: ივან ბაანი, Google-ისთვის.

Gradient Canopy-სა და Google Visitor Experience-ის ზედხედი, რომელზეც ჩანს დრაკონის კანის ფორმის მზის პანელი. ფოტო: ივან ბაანი, Google-ისთვის.

ათწლეულების განმავლობაში ვსწავლობთ ინტერიერში მაქსიმალურად ჯანსაღი გარემოს შექმნის თავისებურებებს. ჩვენ დიდი ხანია, ორიენტირებული ვართ ჯანსაღი სამუშაო სივრცის შექმნაზე — Google-ის პირველი დღეებიდან დაწყებული, როცა მისი დამფუძნებლები დადიოდნენ ჩვენს პირველ შენობებში და ზომავდნენ ჰაერის ხარისხს მტვრის ნაწილაკების პორტატიული გამომთვლელით, მრავალი წლის მანძილზე ათასობით პროდუქტის შემოწმებით დამთავრებული იმაში დასარწმუნებლად, რომ ჩვენს მოდერნიზებულ ინტერიერებში არასაჭირო ტოქსიკური ნივთიერებების გავრცელებას ვეწინააღმდეგებით. ვამაყობთ, რომ Gradient Canopy ერთ-ერთი უმსხვილესი პროექტი, რომელსაც ოდესმე მიუღია Materials Petal-ის სერტიფიკატი მომავალი ცხოვრების საერთაშორისო ინსტიტუტის (ILFI) Living Building Challenge-ისგან (LBC), რომლის მიზანია მასალების ისეთი ეკონომიკის შექმნა, რომელიც არატოქსიკური, ეკოლოგიურად სუფთა და გამჭვირვალეა.

Gradient Canopy-სა და Google Visitor Experience-ში უპირატესობა მივანიჭეთ მასალებს, რომლებიც ადამიანებისა და გარემოსთვის უსაფრთხოა. თითოეული მასალა, რომელიც შენობაშია გამოყენებული, შემოწმდა მწარმოებლის მიერ, რომ გარანტირებული ყოფილიყო მასში LBC-ს წითელი სიის ინგრედიენტების არარსებობა, რომლებიც თავიანთ კატეგორიაში ყველაზე ცუდ ქიმიურ ნივთიერებებს წარმოადგენს და უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე. მთლიანობაში 8000-ზე მეტი პროდუქტი შევამოწმეთ Gradient Canopy-ში მწარმოებლებთან ერთად, რომლებიც ჩართული იყვნენ სამშენებლო ინდუსტრიის გამჭვირვალობის ზრდის საქმეში.

ჩვენი მიდგომა Gradient Canopy-ში ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალების გამოყენების მიმართ მნიშვნელოვნად სცილდება შიდა სივრცეებსა და Google-ის თანამშრომლებს, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ ამ ინტერიერებში. შენობის შიგნით და გარეთ მასალების (მათ შორის, საჯარო ხელოვნების ექვსი ნიმუშის) დათვალიერებისას, რომლებიც განთავსებულია შენობის ექსტერიერის მიმდებარედ, გადავწყვიტეთ, უპირატესობა მიგვენიჭებინა გაერთიანებების ჯანმრთელობისთვის, მიწოდების ჯაჭვსა და ჩვენი სამშენებლო პროდუქციის მთელი სასიცოცხლო ციკლის პარალელურად. ეს იმას ნიშნავს, რომ მასალები (იმ მასალებით დაწყებული, რომელთა დანახვა და ხელის შეხება შესაძლებელია — მაგალითად, ხალიჩები და კედლები, დამთავრებული ისეთებით, რომლებიც ნაკლებად შესამჩნევია — მაგალითად, ფანჯრების საფარები და შენობის საიზოლაციო საშუალებები) საგულდაგულოდ შემოწმდა მწარმოებლების მიერ, რაც გარანტიას მოგვცემდა, რომ მასალების შერჩევისას უმთავრესი ფაქტორი ჯანმრთელობისთვის უვნებლობა იყო.

ივან ბაანი, Google-ისთვის.

მთელ შენობაში გამოყენებულია ეკოლოგიურად ჯანსაღი მასალები, როგორიცაა მასიური ხე, ჯვარედინად ლამინირებული ხე, ფანჯრის საფარი, ფარდაგი, თაბაშირ-მუყაო და ა.შ. ფოტო: ივან ბაანი, Google-ისთვის.

და ეს მხოლოდ ამ შენობას და მასში გამოყენებულ მასალებს არ ეხება. მასალების ინდუსტრიაში ცვლილებების სტიმულირების მიზნით, Gradient Canopy-ს გუნდმა მოუწოდა მწარმოებლებს, Declare ლეიბლები დაერთოთ თავიანთი პროდუქციის ხაზებისთვის, განსაკუთრებით კი პროდუქტების იმ ინდუსტრიებსა და კატეგორიებში, რომლებშიც მასალების გამჭვირვალობას, პრაქტიკულად, ნაკლები ყურადღება ექცეოდა. ეს ლეიბლები იმ სამშენებლო მასალების „კვებითი ღირებულების“ შესახებ გასაგებ და ინფორმაციულ მარკირებას უზრუნველყოფდა, რომლებიც არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს, შეტანილი არ არის LBC-ს წითელ სიაში და დამზადებულია პასუხისმგებლობით. მაგალითად, ბევრი ხის კარი და ჩარჩო, რომლებიც პროექტებში გამოვიყენეთ, Declare ლეიბლით მოინიშნა. პროექტის დასაწყისში ამ პროდუქტებს ეს ლეიბლი არ ჰქონიათ.

ფოტო: მარკ უიკენსი (Mark Wickens)

ჰუ დე სუზას ნამუშევარში „გო“ გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა პლასტმასის დისკები, რომლებიც დამზადებულია წითელ სიაში შეტანილი მასალების გარეშე. ფოტო: მარკ უიკენსი

საბოლოოდ, Gradient Canopy-ში უსაფრთხო მასალების სფეროში მიზნის მიღწევა იმის აღიარებას ნიშნავდა, რომ ჩვენ მწარმოებლებისა და რესურსების გაცილებით ფართო, მსოფლიო გაერთიანების ნაწილი ვართ. LBC-ს მასალების მკაცრი სტანდარტების გამო საჭირო გახდა, რომ მთელ საპროექტო ჯგუფს შეეთანხმებინა მიზნები და გამოეხატა მზადყოფნა, რომ ტრადიციული პროცესები და მეთოდები არატრადიციული გადაწყვეტილებებისთვის მოერგო. დამპროექტებლებს, მწარმოებლებს, ქვეკონტრაქტორებს, მოვაჭრეებსა და მშენებლებს შორის ურთიერთობის დამყარება დაეხმარა მთელი გუნდის წევრებს, თავი კომფორტულად ეგრძნოთ, ღიად ესაუბრათ თავიანთი მეთოდებისა და საშუალებების შესახებ და პირდაპირ ესწავლათ ერთმანეთისგან. ახლა, როცა გუნდის წევრები ახალ პროექტებზე გადადიან მთელი რეგიონის და ქვეყნის მასშტაბით, ისინი ძლიერ უნარებს გამოიმუშავებენ შემოწმებისა და დაპროექტებისას, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალების გამოყენების თვალსაზრისით, რომლებიც მათ მომავალი მშენებლობისთვის გამოადგებათ.