სასარგებლო მეზობლობა

რუთ პორატი (Ruth Porat), Alphabet-ისა და Google-ის პრეზიდენტი და ინვესტიციების დირექტორი, ფინანსური დირექტორი, განიხილავს, თუ როგორ ინტეგრირდება პროექტის მთლიანი დიზაინი საზოგადოებასთან.

5 წუთი

"შესანიშნავი დიზაინი არაა მხოლოდ ერთი რამ — ეს ყოვლისმომცველი, კომპლექსური და მომხმარებელზე მორგებული მიდგომაა. ასეთ ადგილებში თანამშრომლობა კომფორტულია როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ვირტუალურად."

– რუთ პორატი (Ruth Porat), Alphabet-ისა და Google-ის პრეზიდენტი და ინვესტიციების დირექტორი და ფინანსური დირექტორი

რა პერსონალური კავშირი გაქვთ მაუნთინ-ვიუსა და მის შემოგარენთან?

გავიზარდე პალო-ალტოში. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა საცხოვრებლად ბრიტანეთიდან მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში დავსახლდით. მამაჩემი იყო ფიზიკოსი და მუშაობდა სტენფორდის ხაზოვანი ამაჩქარებლის ცენტრში. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ოჯახის აქ გადმოყვანა გადაწყვიტა, იყო დინამიკურობა, ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობა და ისეთი საქმის კეთება, რაც მანამდე არავის უკეთებია. მაგალითად, ნაწილაკების ამაჩქარებლის შექმნა სტენფორდში. ეს დინამიკა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მამა ჩვენთან ერთად გადმოვიდა საცხოვრებლად.

Google-სა და Alphabet-ის ფინანსური დირექტორი, COP26, გლაზგო, შოტლანდია

შეგიძლიათ, გვითხრათ მეტი იმის შესახებ, თუ რით არის გამორჩეული ეს რეგიონი?

ინოვაციურობისკენ მისწრაფება აქ გადამდებია და ყოველთვის დღის მთავარი თემაა. თითქმის ყველას აქვს ძლიერი მიდრეკილება, რომ სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს — სწორედ ეს გვამოძრავებს Google-სა და Alphabet-ში. მჯერა, რომ სწორედ ეს აძლევს მოტივაციას ბევრ ადამიანს, რომლებიც აქ ცხოვრობენ და მუშაობენ. ხეობაში ისწრაფვიან, რომ შექმნან მომავალი, როგორსაც ვისურვებდით. ვფიქრობ, ამის გამოა აქაურობა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი დედამიწაზე.

რა კავშირი აქვს Google-ს მაუნთინ-ვიუსთან?

1999 წლიდან მაუნთინ-ვიუ Google-ის სახლად იქცა. ვგეგმავთ, რომ კიდევ დიდხანს დავრჩეთ აქ. Google-მა მაუნთინ-ვიუ შტაბ-ბინისთვის აირჩია, რადგან აქ ყველაფერი მოგვწონს. მოგვწონს ყურის სილამაზე, უნივერსიტეტებთან სიახლოვე, ოჯახური დასვენებისთვის შესაფერისი გარემო და სილიციუმის ველის გულისგულში, ქალაქში მუშაობა.

ბევრი ჩვენი თანამშრომელი ცხოვრობს და მუშაობს მაუნთინ-ვიუში და როგორც კომპანიას, მტკიცედ გვწამს, რომ მნიშვნელოვანია კეთილმეზობლობა. ამ წლების განმავლობაში მილიონობით დოლარის ინვესტიცია განვახორციელეთ საზოგადოებაში, გავეცით გრანტები მაუნთინ-ვიუს საგანმანათლებლო ფონდისთვის STEM განათლების მხარდასაჭერად, დავაფინანსეთ Mountain View Community Shuttle, რომელიც ფინანსურად ეხმარება უსახლკაროებს და ხელს უწყობს ამ პრობლემის პრევენციას, ასევე, გარემოსდაცვითი პროექტები — მაგალითად, ჩარლსტონის წყალსაცავის შენარჩუნების პროექტი. და ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია.

ვამაყობთ, რომ ყოველ წელს Google-ის თანამშრომლები ნებაყოფლობით უთმობენ ათასობით საათს ორგანიზაციებს, რომლებიც მდებარეობს მაუნთინ-ვიუში, მათ შორისაა მაუნთინ-ვიუს საზოგადოებრივი სამსახურის სააგენტო, სილიციუმის ველის ველოსიპედების ბირჟა, მაუნთინ-ვიუს სკოლები და კომპიუტერების ისტორიის შესანიშნავი მუზეუმი.

როგორ აგრძელებენ Gradient Canopy და Bay View რეგიონთან Google-ის მრავალწლიან ურთიერთობას?

Gradient Canopy ჩვენი პირველი პროექტია, რომელიც ნულიდან დავიწყეთ მაუნთინ-ვიუში. დიდხანს ჯიუტად ვფიქრობდით, საუკეთესო პროექტი განგვეხორციელებინა, რომელიც ყურის ჩრდილოეთის სანაპიროს მომავლის ქალაქის ხედვის შესაბამისი იქნებოდა. Gradient Canopy-ში ხელახლა გადააზრებულია სამუშაო სივრცე კარგად გააზრებული დიზაინის მეშვეობით, რომელიც იზიდავს საზოგადოებას, ჰარმონიულად ერწყმის ბუნებას, ქალაქისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ღირებულებას ქმნის და ხელს უწყობს ჩვენს თანამშრომლებს, რომლებსაც მაუნთინ-ვიუში ცხოვრება და მუშაობა სიამოვნებთ.

ჯერ კიდევ პანდემიამდე, Google-ის სამუშაო სივრცეების მაგია იმას გულისხმობდა, რომ ეს სივრცეები ჯანსაღი, მდგრადი და ფუნქციური იყო, ასევე, Google-ისთვის დამახასიათებელი კოლორიტიც ჰქონდა. შესანიშნავი დიზაინი ქმნის ადგილს, სადაც ადამიანებს ყოფნა სურთ, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ ჩვენი თანამშრომლების თითქმის ნახევარი მთელ მსოფლიოში ნებაყოფლობით მიდის სამსახურში მას შემდეგ, რაც ჩვენმა ოფისებმა უსაფრთხოდ განაახლა მუშაობა. ახლა, ნულიდან დაწყებული სამშენებლო პროექტების მეშვეობით, ამ ვალდებულებებისა და ცოდნის დიდი ნაწილის გაზიარება შეგვიძლია ადგილობრივი საზოგადოებებისთვის. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ იმას, თუ როგორ შეიძლება, რომ ამ სივრცეებმა მოიზიდოს საზოგადოების წევრები, გაზარდოს მისი სიცოცხლისუნარიანობა და გააუმჯობესოს მისი ჯანმრთელობა.

რენდერი, რომელზეც ნაჩვენებია ხედი ყურის ტერიტორიის ღონისძიებების ცენტრის ლობიდან ლანდშაფტისკენ, ფონზე NASA-ს აეროდინამიკური მილით.

შეგიძლიათ უფრო დეტალურად აგვიხსნათ, რას გულისხმობს Google „შესანიშნავ დიზაინში“?

შესანიშნავი დიზაინი არაა მხოლოდ ერთი რამ — ეს ყოვლისმომცველი, კომპლექსური და მომხმარებელზე მორგებული მიდგომაა. ეს მიდგომა აერთიანებს სოციალიზაციის, სწავლის, თანამშრომლობისა და კონცენტრირების შესაძლებლობებს. ასეთ ადგილებში თანამშრომლობა კომფორტულია როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე ვირტუალურად.

როგორ აისახება ეს კონკრეტულ იდეებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს Bay View-სა და Gradient Canopy-ს დიზაინს?

Google-ის დამფუძნებლების დევიზია: „მთავარია მომხმარებელზე კონცენტრირება, დანარჩენი მოგვარდება“. ამ დევიზით წარიმართა ჩვენი ოფისების მუშაობა თავიდანვე. ამ პროექტისთვის წლების განმავლობაში ვიკვლევდით მონაცემებს და ვარკვევდით, რა განაპირობებს თანამშრომლების პროდუქტიულობასა და კრეატიულობას.

პირველი იდეა, რომელიც განვიხილეთ, ითვალისწინებდა ოფისის შიგნიდან გარეთ გატანას, ანუ კონცენტრირების და ერთობლივ სამუშაო სივრცეებს, ასევე ღია და დახურულ სივრცეებს შორის ადგილების შენაცვლებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ღია სამუშაო მაგიდებიდან, რაც ხელს უშლის კონცენტრაციას, გადავდივართ დახურულ კუთხეებზე. მეორე მხრივ, დახურული შეხვედრების ოთახებიდან გადავდივართ ერთობლივი სამუშაო სივრცეების უფრო ფართო სპექტრზე. ისინი უფრო გახსნილია და ადაპტირდება ერთობლივი სამუშაოს ტიპის მიხედვით. ტექნოლოგია, ცხადია, მნიშვნელოვანია ამგვარი ერთობლივი სამუშაო სივრცეებისთვის, ვინაიდან ის უზრუნველყოფს დისტანციურად მომუშავე კოლეგების თანაბარუფლებიან ჩართულობას. ამგვარი მყუდრო კუთხეების განთავსება დინამიკური ერთობლივი სამუშაო სივრცეების გვერდით იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს საჭიროებისამებრ შეუძლიათ სწრაფად გადაერთონ ერთიდან მეორეზე.

მეორე სართულისა და მისი დასახლების (სამეზობლოების გუნდების) რენდერი.

შემდეგი იდეა ეხება ბიოფილიის კოგნიტიურ უპირატესობებს. უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ ბიოფილიური დიზაინის დანერგვაზე ჩვენს ოფისებში, სადაც ბუნების ისეთი ძირითადი ასპექტები შეგვაქვს, როგორიცაა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მასალები, ბუნებრივი მასალები, ორნამენტები, ხმოვანი გაფორმება, თერმული კომფორტი და განათების ცირკადული სისტემა.

შესაძლოა, ზოგიერთმა ეს ბიოფილიური ან ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ზომები გადაჭარბებულად ჩათვალოს. მაგრამ არსებობს ფინანსური მიზეზებიც სამუშაო ადგილას მეტი ბუნებრივი გარემოსა და ჯანსაღი ჰაერის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და როცა თანამშრომელი ჯანმრთელი, ბედნიერი და შრომისუნარიანია, მოგებული რჩება ყველა, კომპანიის ჩათვლით.

როგორ უკავშირდება ეს ყველაფერი Google-ის უფრო მასშტაბურ მიზნებს, საზოგადოებაზე ორიენტირებული განვითარების თვალსაზრისით?

ჩვენი მიზანია, კონტაქტი დავამყაროთ და ვინტეგრირდეთ ადგილობრივ საზოგადოებასთან, შევქმნათ ცოცხალი სივრცეები პირველ სართულებზე, რომლებიც საზოგადოების სულისკვეთებას გამოხატავს და რომლებშიც ვმუშაობთ და ვცხოვრობთ. ჩვენ ვხედავთ ინვესტიციის გრძელვადიან სარგებელს ისეთ ადგილებში, რომლებიც გამოხატავს ჩვენი და საზოგადოების ღირებულებებს.

თავდაპირველად გამოქვეყნდა 2022 წლის მაისში